სქაიტელი მასწავლებლების მხარდასაჭერად – უფასო ინტერნეტი 1000 მასწავლებელს
აპრილი 3, 2026
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა” და
სატელეკომუნიკაციო კომპანია სქაიტელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს “განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის” მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შპს სქაიტელის დირექტორმა არმან ობოსიანმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული 1000 პედაგოგისთვის 2 წლის ვადით უფასო ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფას და ყველა მასწავლებლისთვის სპეციალური პაკეტების შეღავათიანი პირობებით შეთავაზებას.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში, როგორც ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ასევე უშუალოდ პედაგოგებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
ბოლო ბლოგის პოსტები