თელავის მუნიციპალიტეტში მომსახურების აღდგენის შესახებ
ივლისი 12, 2026
12 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა SkyTel-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილი.
მიუხედავად ინფრასტრუქტურის დაზიანებისა, შეფერხებას ფართომასშტაბიანი ხასიათი არ ჰქონია. შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ჩვენი ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ჩაერთნენ აღდგენით სამუშაოებში.
ოპერატიული რეაგირებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგად, აბონენტების 99%-ს ინტერნეტმომსახურება 24 საათის განმავლობაში სრულად აღუდგა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას გიხდით მოთმინებისა და გაგებისთვის.
ბოლო ბლოგის პოსტები