სწრაფი, გამჭვირვალე და კომფორტული მომსახურება
SkyTel-ში მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი სტრატეგიისა და კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვქმნით მარტივ, ხელმისაწვდომ და თანამედროვე ციფრულ გარემოს, სადაც თითოეული მომხმარებელი იღებს სწრაფ, გამჭვირვალე და კომფორტულ მომსახურებას.
24/7 მხარდაჭერა
SkyTel-ის კონტაქტ ცენტრი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს.
რას ვაკეთებთ მომხმარებელთა ზრუნვის ფარგლებში
ჩვენ შევქმენით მრავალარხიანი თვითმომსახურების ციფრული სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია მარტივად მართოს საკუთარი სერვისები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან.
რის გაკეთება შეგიძლიათ?
თითოეული ციფრული არხი გაძლევთ საშუალებას, სწრაფად და მარტივად მართოთ ძირითადი სერვისები.
როგორ გამოვიყენოთ Viber-ის ციფრული ასისტენტი
მოკლე ვიდეო ინსტრუქცია დაგეხმარებათ სწრაფად გაიგოთ, როგორ შეამოწმოთ ბალანსი, გაააქტიუროთ სერვისი, შეავსოთ ანგარიში ან მოითხოვოთ ოპერატორთან დაკავშირება.
მომსახურების სწრაფი აღდგენა
თუ ინტერნეტი გადაუხდელობის გამო დროებით შეგეზღუდათ, სერვისის აღდგენას რამდენიმე წამში შეძლებთ – მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ სერვისი გათიშულია.
გადახდა გათიშული ინტერნეტის დროსაც
ნებისმიერ გვერდზე გადასვლისას თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით გადახდის სპეციალურ პლატფორმაზე, სადაც საბანკო ბარათით ანგარიშს მომენტალურად შეავსებთ – სწრაფად, მარტივად და ზედმეტი პროცედურების გარეშე.
კონტაქტ ცენტრი – სწრაფი და კომფორტული მხარდაჭერა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარება მიიღოთ სწრაფად, მარტივად და ზედმეტი ლოდინის გარეშე.
SkyTel-ში დარეკვა უფასოა
აკრიფეთ *5030 Viber-ში და უფასოდ დაუკავშირდით ჩვენს კონტაქტ ცენტრს – როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
პერსონალური ყურადღება
თუ ჩვენს კონტაქტ ცენტრში რეკავდით და ოპერატორთან დაკავშირებამდე ზარი გაგიწყდათ, ჩვენი სისტემა ავტომატურად აფიქსირებს თითოეულ ასეთ შემთხვევას.
ჩვენი გუნდი თავად დაგიკავშირდებათ
ჩვენი გუნდი თავად დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში, რათა გაარკვიოს თქვენი საჭიროება და შემოგთავაზოთ შესაბამისი დახმარება.
ჩვენ დაგირეკავთ
თუ ოპერატორთან დაკავშირების მოლოდინის დრო აღემატება 2 წუთს, ავტომატურად შემოგთავაზებთ ზარის მოთხოვნის შესაძლებლობას.
კორპორატიული მხარდაჭერა და ინდივიდუალური მიდგომა
ბიზნესპარტნიორების უწყვეტი და შეუფერხებელი საქმიანობა ჩვენთვის პრიორიტეტია. კორპორატიული კლიენტებისთვის ვქმნით მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურების გარემოს.
ინდივიდუალური კომუნიკაცია
ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი თქვენთვის მოსახერხებელ ციფრულ პლატფორმაზე პირადად და ოპერატიულად ამყარებს კომუნიკაციას.
24/7 ხელმისაწვდომობა
ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოგაწოდონ პროფესიონალური კონსულტაცია და სწრაფი დახმარება.
პროაქტიული მონიტორინგი
თქვენი ქსელი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა, რათა ხარვეზის აღმოჩენისთანავე დავიწყოთ მისი აღმოფხვრა ბიზნესპროცესებზე ზემოქმედებამდე.
ჩვენი ძირითადი პრინციპები
სწრაფი რეაგირება
ვიცით, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი და ციფრული თვითმომსახურების არხები მზად არიან, მინიმალურ დროში გაგიწიონ დახმარება – რადგან თქვენი დრო ჩვენთვის ფასეულია.
ემპათია
თითოეული მომხმარებელი და თითოეული შემთხვევა უნიკალურია. ჩვენ არ ვმოქმედებთ შაბლონურად – ყურადღებით ვისმენთ, ვითვალისწინებთ თქვენს საჭიროებებს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადაწყვეტებს.
უწყვეტი განვითარება
მომსახურების ხარისხი მუდმივი განვითარების პროცესია. ჩვენ მუდმივად ვნერგავთ ახალ შესაძლებლობებს, ვაუმჯობესებთ ციფრულ არხებს და ვავითარებთ გუნდს.
ჩვენი გუნდი
SkyTel Care დაკომპლექტებულია გულისხმიერი და პროფესიონალი თანამშრომლებით. ჩვენი გუნდი რეგულარულად გადის გადამზადებას მომხმარებელთა მომსახურებისა და ზრუნვის მიმართულებით, რათა მუდმივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის გამოცდილება. თუ გაქვთ იდეა, შენიშვნა ან შეფასება, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ მომხმარებელთა ზრუნვის დეპარტამენტს. თქვენი უკუკავშირი გვეხმარება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება.
დაგვიკავშირდით
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგისმინოთ – ჩვენი კონტაქტ ცენტრი მუშაობს 24/7 რეჟიმში.