img

SkyTel-ის Wi-Fi უწყვეტი კავშირი საბავშვო  ევროვიზიის მთავარ სცენაზე ​

მარტი 17, 2026

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Cambium Networks-მა, გამოაქვეყნა წარმატებული ქეისი (Case Study), რომელიც 2025წელს თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ეხება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების უწყვეტიკავშირისა და მაღალტექნოლოგიური ქსელის უზრუნველყოფაზე SkyTel-ის გუნდმა იზრუნა.

მასშტაბური, პირდაპირ ეთერში გადაცემული ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობაჰქონდა მაღალსიჩქარიან და საიმედო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლიშეასრულა SkyTel-მა, რომელმაც პარტნიორ კომპანიებთან ერთად უზრუნველყო თანამედროვე Wi-Fi ქსელის დანერგვა დაგამართული ფუნქციონირება. ​

ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, ქსელს უნდა დაეკმაყოფილებინა მაღალი მოთხოვნები როგორც ტევადობის, ისეუსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით. ათასობით სტუმარი, მედიის წარმომადგენელი და ტექნიკურიპერსონალი ერთ სივრცეში ქმნიდა მოწყობილობების ძალიან მაღალ სიმჭიდროვეს, რაც საჭიროებდა ძლიერი და კარგადდაგეგმილი ქსელის ინფრასტრუქტურას. ​

პროექტის ფარგლებში დანერგილმა თანამედროვე Wi-Fi გადაწყვეტილებებმა უზრუნველყო მონაცემთა სწრაფი და უწყვეტიგადაცემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციისა და ღონისძიების ტექნიკურიმხარდაჭერისთვის. ​

პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან Cambium Networks-თან თანამშრომლობით, რაც კიდევერთხელ უსვამს ხაზს SkyTel-ის გამოცდილებასა და შესაძლებლობას, უზრუნველყოს მასშტაბური საერთაშორისოღონისძიებების ტექნოლოგიური მხარდაჭერა. ​

SkyTel კვლავ აგრძელებს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიებების ციფრულ მხარდაჭერას უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.

ბოლო ბლოგის პოსტები