ბიზნესისთვის

ბიზნესისთვის
circle

რას გთავაზობთ

სქაიტელი სანდო ტექნოლოგიური პარტნიორია 6000-ზე მეტი კერძო საჯარო კომპანიისთვის. ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს, კონკურენტუნარიან ტარიფებს და პირადი მენეჯერის მომსახურებას.

სქაიტელი 2015 წლიდან არის ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ინტერნეტ პროვაიდერების მოწინავე სამეულში და ვემსახურებით როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს. 

image-left image-right
img

ქსელური სერვისები

Fiber-Optic PTP (Point-to-Point)

PTP ( Point-to-Point): გამოყოფილი და უსაფრთხო კავშირი ორ ქსელურ წერტილს შორის. იდეალურია ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მაღალი წარმადობის, დაბალი დაყოვნების კომუნიკაცია ოფისებს, მონაცემთა ცენტრებს ან შორეულ ლოკაციებს შორის.

Fiber-Optic MTP (Multi-Point)

MTP (Multi-Point): მრავალპუნქტიანი ქსელური არქიტექტურა, რომელიც ჩვეულებრივ იყენებს GPON (Gigabit Passive Optical Network) ტექნოლოგიას და აკავშირებს რამდენიმე მოწყობილობას ან წერტილს ერთ ცენტრალურ წვდომის წერტილთან. შესანიშნავია მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებისთვის საცხოვრებელ სახლებში, ბიზნეს ცენტრებში ან დასახლებული ადგილებში.

Fiber-Optic Dual Path

ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი + ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი: ორმაგი ოპტიკურ ბოჭკოვანი კავშირი, რომლის ორივე ხაზი — ძირითადი და სარეზერვო — მოქმედებს. ეს კონფიგურაცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობას და დაცვას.

Wireless PTP (Point-to-Point)

PTP (Point-to-Point): გამოყოფილი, მაღალი სიჩქარის უკაბელო კავშირი ორ ლოკაციას შორის. იდეალურია ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მონაცემთა გადაცემა ოფისებს, მონაცემთა ცენტრებს ან მნიშვნელოვან ქსელურ წერტილებს შორის. ეს პირდაპირი კავშირი უზრუნველყოფს მაქსიმალურ წარმადობას და მინიმალურ დაყოვნებას.

Wireless MTP (Multi-Point)

MTP (Multi Point): მრავალპუნქტიანი ქსელის გადაწყვეტა, რომელიც რამდენიმე წერტილს აკავშირებს ცენტრალური წვდომის წერტილთან GPON-ის მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით. შესანიშნავია საცხოვრებელ უბნებში, ბინათმესაკუთრეთა კომპლექსებში ან ბიზნეს ცენტრებში, სადაც მომხმარებლები სარგებლობენ მაღალი სიჩქარის ინტერნეტით ერთ მთლიან ინფრასტრუქტურაზე.

Wireless Fiber + Radio Backup

ოპტიკურ-ბოჭკოვანი + უსადენო ინტერნეტი ინტერნეტი: მთავარ ოპტიკურ კავშირს დამატებული რადიო სარელეო ხაზი სარეზერვო რეჟიმში. ეს კონფიგურაცია უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს. იდეალურია ბიზნესებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია უწყვეტი კავშირი

L2 MPLS VPN

MPLS VPN: მაღალი წარმადობის, მოქნილი VPN გადაწყვეტილება MPLS (Multiprotocol Label Switching) ტექნოლოგიით. საშუალებას აძლევს ბიზნესებს ოპტიმიზაცია გაუკეთონ მარშრუტირებას, გაანაწილონ პრიორიტეტები და უზრუნველყონ QoS (მომსახურების ხარისხი) მრავალ საიტზე.

L2 Ethernet Private Line (EPL)

Ethernet Private Line (EPL): გამოყოფილი point-to-point ეზერნეტ კავშირი ორ ლოკაციას შორის. იდეალურია უსაფრთხო და მაღალი სიჩქარის მონაცემთა გადაცემისთვის ოფისებსა და მონაცემთა ცენტრებს შორის.

L2 Ethernet Virtual Private Line (EVPL)

Ethernet Virtual Private Line: მრავალპუნქტიანი ეზერნეტ სერვისი, რომელიც აკავშირებს რამდენიმე საიტს ერთ გაერთიანებულ ინფრასტრუქტურასთან. უზრუნველყოფს მოქნილობას და ინარჩუნებს მაღალი წარმადობისა და უსაფრთხოების დონეს.

L2 QinQ (VLAN-in-VLAN)

QinQ (VLAN-ი VLAN-ში): გვაძლევს VLAN-ების გაერთიანებას ერთ VLAN-ად (ტუნელირება), რაც იდეალურია სერვის პროვაიდერებისთვის ან კომპლექსური, მრავალმომხმარებლიანი ქსელების მართვისთვის.

L3 IP VPN

IP VPN (ვირტუალური კერძო ქსელი): უსაფრთხო და დაშიფრული IP-საზოგადო ქსელი, რომელიც მუშაობს საერთო ინფრასტრუქტურაზე. იდეალურია ფილიალების, დისტანციური თანამშრომლების ან მრავალლოკაციური კომპანიებისთვის, სადაც უსაფრთხოება და საიმედოობა მნიშვნელოვანია.

L3 MPLS VPN

მაღალი წარმადობის, მოქნილი VPN გადაწყვეტილება MPLS (Multiprotocol Label Switching) ტექნოლოგიით. საშუალებას აძლევს ბიზნესებს ოპტიმიზაცია გაუკეთონ მარშრუტირებას, გაანაწილონ პრიორიტეტები და უზრუნველყონ QoS (მომსახურების ხარისხი) მრავალ საიტზე.

Peering & Interconnection

ჩვენი მომსახურება მოიცავს BGP (Border Gateway Protocol) პროტოკოლის სრულ მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს დინამიურ მარშრუტირებას, ქსელის გაუმჯობესებულ გამძლეობასა და ოპტიმალური ტრაფიკის გაცვლას ქსელებს შორის. იდეალურია ISP-ებისთვის, მონაცემთა ცენტრებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც სურთ საიმედო და მასშტაბური მარშრუტირება დამოუკიდებელ სისტემებს შორის.

Dark Fiber

მაღალი წარმადობის ოპტიკურ- ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. დარქ ფაიბერი ბიზნესებსა და ტელეკომ ოპერატორებს საშუალებას აძლევს შექმნან და მართონ საკუთარი, მაღალი წარმადობის კერძო ქსელი, სიჩქარის და უსაფრთხოების სრული კონტროლით. იდეალურია მონაცემთა ცენტრებისთვის, დიდი კომპანიებისთვის და ოპერატორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დახვეწილი ქსელური გადაწყვეტილებები.

DDoS თავდასხმებისგან დაცვა

გთავაზობთ მოწინავე DDoS დაცვის სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას ნებისმიერ დონეზე (Layer 3–7). სისტემას აძლიერებს Qrator Labs-ის მრავალფილტრული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს 15 გლობალურ წვდომის წერტილს და 4 ტბ/წმ-მდე გამტარობას. თავდასხმების რეაგირების დროა 1-დან 10 წამამდე. სერვისი უზრუნველყოფილია SLA-ის ფარგლებში 99.95% განუწყვეტელი მუშაობის გარანტიით, ადგილობრივი ბილინგით ლარში და 24/7 ტექნიკური მხარდაჭერით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

BGP მონიტორინგი

გლობალური BGP სესიის მონიტორინგი რეალურ დროში — სისტემას შეუძლია მყისიერად გამოავლინოს მარშრუტების გაჟონვა (route leaks & hijack), რაც უზრუნველყოფს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მაღალი დონის დაცვას 900-ზე მეტ კავშირზე რეალურ დროში.
ხელმისაწვდომია ავტომატური შეტყობინებები API-ით და ელ.ფოსტით. ხელმისაწვდომია ისტორიული მონაცემების ბაზა 2017 წლიდან. Qrator.Radar მუშაობს Qrator Labs-ის ტექნოლოგიაზე და წარმოდგენილია SkyTel-ის მიერ.

Anti-Bot დაცვის სისტემა

იცავს ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებს არასანქცირებული ავტომატიზაციისგან — მათ შორის: მონაცემთა ავტომატური შეგროვება (scraping), პაროლების გამოცნობა (brute-force), არასწორი ავტორიზაციის მცდელობები და სხვა BOT აქტივობები.
Qrator.AntiBot მუშაობს Qrator Labs-ის ტექნოლოგიაზე და წარმოდგენილია SkyTel-ის მიერ.

ვებ-აპლიკაციების Firewall (WAF)

განახლებადი დაცვა OWASP Top 10 საფრთხის წინააღმდეგ — ქცევაზე დაფუძნებული და signature-based ფილტრაციის კომბინაციით. სრულად ინტეგრირებულია CDN და DDoS დაცვის ფენებთან (Layers), რაც უზრუნველყოფს აპლიკაციების უსაფრთხოებას მრავალმხრივი კიბერ შეტევებისგან.
Qrator.WAF მუშაობს Qrator Labs-ის ტექნოლოგიაზე და წარმოდგენილია SkyTel-ის მიერ.

Content Delivery Network (CDN)

სტატიკური და დინამიკური კონტენტის სწრაფი და ოპტიმიზებული მიწოდება, ჭკვიანი ქეშირებით და წარმადობის აჩქარებით. Qrator.CDN მუშაობს Qrator Labs-ის ტექნოლოგიაზე და წარმოდგენილია SkyTel-ის მიერ.

დაცული DNS სერვისი

მდგრადი და გლობალურად განაწილებული DNS ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატურ გადართვას (failover) სისტემურ ხარვეზებისას და მოიცავს ჩაშენებულ DDoS დაცვას.
Qrator.SecureDNS მუშაობს Qrator Labs-ის ტექნოლოგიაზე და წარმოდგენილია SkyTel-ის მიერ.

img

დამატებითი ბიზნეს სერვისები

დომენები

ICANN‑ის აკრედიტებული დომენების რეგისტრაცია, ტრანსფერი და DNS‑ის მართვა, დამატებითი კონფიდენციალურობის დაცვით და გაერთიანებული ბილინგით. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს Cloud 9, მომსახურებას — SkyTel.

SSL სერთიფიკატები

DV, OV და EV კლასის SSL‑სერთიფიკატების (GeoTrust, DigiCert, Thawte, Sectigo) სწრაფი გაცემის პროცესი, სრული CSR‑ის გენერირების და ინსტალაციის მხარდაჭერით. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს Cloud 9, მომსახურებას — SkyTel.

კოლოკაცია

Carrier-neutral ინფრასტრუქტურა, Tier III სტანდარტის შესაბამისად დაპროექტებული და მოწყობილი გარემო, რომელიც მოიცავს: 24/7/365 მონიტორინგი, ბიომეტრიული წვდომა, დაცული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ტექნიკური შესაძლებლობები მოიცავს: სამ დამოუკიდებელ ელექტრო ქვეადგურს, 630 kVA დიზელ გენერატორს, N+N ტიპის უწყვეტი კვების წყაროს (UPS), Novec 1230 ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას, N+N DX გაგრებას, ფანჯრებისა და გარე კედლების გარეშე უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ლოკალურ ინტერნეტ-გაცვლის ცენტრს (IXP) და 250 Gbps სიჩქარის dark-fibre კავშირს მრავალმხრივი მარშრუტებით. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს Cloud 9, მომსახურებას — SkyTel.

ფიზიკური გამოყოფილი სერვერები

Bare-metal ტიპის სერვერები ინდივიდუალური CPU, RAM და Storage კონფიგურაციით, სრული ფიზიკური მოწყობილობების იზოლაციით და სტაბილური წარმადობით, მაღალი გამტარიანობის ან სპეციალიზირებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული დატვირთვებისთვის. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს Cloud 9, მომსახურებას — SkyTel.

მართვადი ჰოსტინგი (VPS, VDS)

მაღალი წარმადობის ვირტუალური სერვერები (Linux და Windows) სხვადასხვა GPU‑ს შერჩევის მხარდაჭერით, პროგნოზირებადი IOPS‑ით, root‑წვდომითა და ელასტიური მასშტაბირებით — სრული მართვის სერვისით, რომელიც მოიცავს ავტომატურ სარეზერვო ასლების შექმნას, სისტემურ განახლებებსა და 99.9% ხელმისაწვდომობას. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს Cloud 9, მომსახურებას — SkyTel.

Microsoft Azure

SkyTel არის Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი და Cloud Solution Provider (CSP). მიიღეთ წვდომა Azure-ის სრულ ეკოსისტემაზე — ვირტუალურ მანქანებზე, მონაცემთა ბაზებზე, AI ინსტრუმენტებზე და სხვა სერვისებზე, ერთიანი ხელშეკრულების ფარგლებში. ბილინგი ლარში, 24/7 ტექნიკური მხარდაჭერით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

Amazon Web Services (AWS)

SkyTel არის ოფიციალურად ავტორიზებული AWS პარტნიორი. მიიღეთ წვდომა AWS-ის სრულ ინფრასტრუქტურაზე — გამოთვლითი რესურსები, საცავი, AI/ML სერვისები, ქსელი და სხვა. — ადგილობრივი ბილინგით ლარში და 24/7 SkyTel-ის ტექნიკური მხარდაჭერით.

Google Cloud Platform (GCP)

SkyTel არის სერტიფიცირებული Google Cloud პარტნიორი. გამოიყენეთ GCP-ის ძირითადი სერვისები — Anthos, Kubernetes, ანალიტიკა, უსაფრთხოების ინსტრუმენტები და სხვა — ადგილობრივი ბილინგით ლარში და 24/7 SkyTel-ის ტექნიკური მხარდაჭერით.

Microsoft 365

SkyTel არის Microsoft-ის პარტნიორი და Cloud Solution Provider (CSP). ჩვენ გთავაზობთ Microsoft 365-ის სრულ პაკეტს, მათ შორის: Exchange Online (ელ. ფოსტა), Teams (ონლაინ შეხვედრები), OneDrive (ღრუბლოვანი საცავი), SharePoint, მრავალფაქტორიანი ავთენტიკაცია (MFA), ასევე Office-ისა და Windows-ის ლიცენზიებზე წვდომას გამოწერა. ბილინგი ლარში, 24/7 მხარდაჭერა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

Google Workspace

SkyTel არის სერტიფიცირებული Google Cloud პარტნიორი. გამოიყენეთ GCP-ის ძირითადი სერვისები — Anthos, Kubernetes, ანალიტიკა, უსაფრთხოების ინსტრუმენტები და სხვა — ადგილობრივი ბილინგით ლარში და 24/7 SkyTel-ის ტექნიკური მხარდაჭერით.

Zimbra Collaboration Suite

კორპორატიული ელ.ფოსტა, კალენდარი, ჩატი, ვიდეოკონფერენციები და ფაილების გაზიარება – ყველაფერი ეს ერთად Zimbra-ს ღია კოდის პლატფორმაში. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს Cloud 9, მომსახურებას — SkyTel. ბილინგი ლარში, 24/7 ტექნიკური მხარდაჭერით.

Microsoft Volume Licensing

SkyTel გთავაზობთ Microsoft-ის პროდუქტების — Office, Windows, SQL Server და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას როგორც მუდმივი (perpetual), ასევე Cloud Solution Provider (CSP) არხის ფარგლებში.
ბილინგი ლარში და 24/7 მხარდაჭერა ქართულ ენაზე.”