SkyTel Care

სწრაფი, გამჭვირვალე და კომფორტული მომსახურება

SkyTel-ში მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი სტრატეგიისა და კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვქმნით მარტივ, ხელმისაწვდომ და თანამედროვე ციფრულ გარემოს, სადაც თითოეული მომხმარებელი იღებს სწრაფ, გამჭვირვალე და კომფორტულ მომსახურებას.

24/7

24/7 მხარდაჭერა

SkyTel-ის კონტაქტ ცენტრი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს.

*5030

უფასო ზარი Viber-იდან
ცხელი ხაზი: +995 32 2 500 300

Self-service

რას ვაკეთებთ მომხმარებელთა ზრუნვის ფარგლებში

ჩვენ შევქმენით მრავალარხიანი თვითმომსახურების ციფრული სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია მარტივად მართოს საკუთარი სერვისები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან.

IVR

IVR

ავტომატური ზარის მენიუ სწრაფი თვითმომსახურებისთვის.

VBR

Viber-ის ციფრული ასისტენტი

ციფრული ასისტენტი და უფასო ზარი SkyTel-ის კონტაქტ ცენტრში.

MSG

Facebook Messenger

მარტივი კომუნიკაცია თქვენთვის კომფორტულ ციფრულ არხში.

ID

პირადი კაბინეტი

მომხმარებლის პირადი სივრცე სერვისების სამართავად.

Features

რის გაკეთება შეგიძლიათ?

თითოეული ციფრული არხი გაძლევთ საშუალებას, სწრაფად და მარტივად მართოთ ძირითადი სერვისები.

რეალურ დროში ბალანსის შემოწმება
კრედიტის ავტომატურად გააქტიურება
დაპაუზებული სერვისების მომენტალურად ჩართვა
ბალანსის მარტივად შევსება
ოპერატორთან დაკავშირების მოთხოვნა

Viber assistant

როგორ გამოვიყენოთ Viber-ის ციფრული ასისტენტი

მოკლე ვიდეო ინსტრუქცია დაგეხმარებათ სწრაფად გაიგოთ, როგორ შეამოწმოთ ბალანსი, გაააქტიუროთ სერვისი, შეავსოთ ანგარიში ან მოითხოვოთ ოპერატორთან დაკავშირება.

Service Recovery

მომსახურების სწრაფი აღდგენა

თუ ინტერნეტი გადაუხდელობის გამო დროებით შეგეზღუდათ, სერვისის აღდგენას რამდენიმე წამში შეძლებთ – მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ სერვისი გათიშულია.

გადახდა გათიშული ინტერნეტის დროსაც

ნებისმიერ გვერდზე გადასვლისას თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით გადახდის სპეციალურ პლატფორმაზე, სადაც საბანკო ბარათით ანგარიშს მომენტალურად შეავსებთ – სწრაფად, მარტივად და ზედმეტი პროცედურების გარეშე.

Contact Center

კონტაქტ ცენტრი – სწრაფი და კომფორტული მხარდაჭერა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარება მიიღოთ სწრაფად, მარტივად და ზედმეტი ლოდინის გარეშე.

SkyTel-ში დარეკვა უფასოა

აკრიფეთ *5030 Viber-ში და უფასოდ დაუკავშირდით ჩვენს კონტაქტ ცენტრს – როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

პერსონალური ყურადღება

თუ ჩვენს კონტაქტ ცენტრში რეკავდით და ოპერატორთან დაკავშირებამდე ზარი გაგიწყდათ, ჩვენი სისტემა ავტომატურად აფიქსირებს თითოეულ ასეთ შემთხვევას.

ჩვენი გუნდი თავად დაგიკავშირდებათ

ჩვენი გუნდი თავად დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში, რათა გაარკვიოს თქვენი საჭიროება და შემოგთავაზოთ შესაბამისი დახმარება.

ჩვენ დაგირეკავთ

თუ ოპერატორთან დაკავშირების მოლოდინის დრო აღემატება 2 წუთს, ავტომატურად შემოგთავაზებთ ზარის მოთხოვნის შესაძლებლობას.

პასუხისმგებლობა მომსახურების ხარისხზე

SkyTel-ში ვაფასებთ თქვენს დროს და პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ პროცესს. თუ ქსელში ჩართვა განსაზღვრულ ვადებს გადააჭარბებს, ზრუნვის ნიშნად ჩართვიდან მე-6 თვის მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმებული ვადების დაცვა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.

Speed test

შეამოწმეთ ინტერნეტის სიჩქარე

გადაამოწმეთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე პირდაპირ SkyTel-ის ქსელში – სწრაფად, მარტივად და დამატებითი აპლიკაციების გარეშე.

Principles

ჩვენი ძირითადი პრინციპები

სწრაფი რეაგირება

ვიცით, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი და ციფრული თვითმომსახურების არხები მზად არიან, მინიმალურ დროში გაგიწიონ დახმარება – რადგან თქვენი დრო ჩვენთვის ფასეულია.

ემპათია

თითოეული მომხმარებელი და თითოეული შემთხვევა უნიკალურია. ჩვენ არ ვმოქმედებთ შაბლონურად – ყურადღებით ვისმენთ, ვითვალისწინებთ თქვენს საჭიროებებს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადაწყვეტებს.

უწყვეტი განვითარება

მომსახურების ხარისხი მუდმივი განვითარების პროცესია. ჩვენ მუდმივად ვნერგავთ ახალ შესაძლებლობებს, ვაუმჯობესებთ ციფრულ არხებს და ვავითარებთ გუნდს.

Team

ჩვენი გუნდი

SkyTel Care დაკომპლექტებულია გულისხმიერი და პროფესიონალი თანამშრომლებით. ჩვენი გუნდი რეგულარულად გადის გადამზადებას მომხმარებელთა მომსახურებისა და ზრუნვის მიმართულებით, რათა მუდმივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება.

Feedback

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის გამოცდილება. თუ გაქვთ იდეა, შენიშვნა ან შეფასება, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ მომხმარებელთა ზრუნვის დეპარტამენტს. თქვენი უკუკავშირი გვეხმარება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება.

Contact

დაგვიკავშირდით

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგისმინოთ – ჩვენი კონტაქტ ცენტრი მუშაობს 24/7 რეჟიმში.