
სქაიტელი უკვე დიჯითალ ინსტიტუტის პარტნიორია
აპრილი 9, 2025
Skytel Digital Institute-ის პარტნიორია, ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ციფრულ კურსებზე
Skytel ახალ და მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ციფრული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით – კომპანია Digital Institute-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
პარტნიორობის მიზანია, ჩვენი აბონენტებისთვის ციფრული პროფესიების სწავლა უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს. სწორედ ამიტომ, Skytel-ის არსებულ და მომავალ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 25%-იანი ფასდაკლებით Digital Institute-ის შემდეგ კურსებზე:
კურსების სია ხელმისაწვდომია ბმულზე:
www.digitalinstitute.ge/kursebi
როგორ მივიღოთ ფასდაკლება?
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა:
- ეწვიოთ ვებგვერდს – www.digitalinstitute.ge
- შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან მიწეროთ Digital Institute-ის Facebook გვერდზე: facebook.com/digitalinstitute.ge
Skytel აგრძელებს ზრუნვას იმაზე, რომ ტექნოლოგიებისა და ციფრული უნარების განვითარება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ქსელის შემადგენელი ნაწილია.
ბოლო ბლოგის პოსტები