img

SkyTel-სა და IT აკადემია STEP-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა​

თებერვალი 24, 2026

SkyTel-სა და IT აკადემია STEP-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას.​

პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განათლების, ციფრული უნარების განვითარებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაციის კუთხით. ინიციატივა ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა.​

SkyTel განათლებას განიხილავს, როგორც მომავლის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქმნის მეტ შესაძლებლობას საქართველოს მასშტაბით.

ბოლო ბლოგის პოსტები