img

SkyTel-ის მხარდაჭერა ყრუთა კავშირის ქუთაისის ფილიალს​

თებერვალი 23, 2026

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის ეფექტური ჩართულობითა და პროექტ „მოგზაური ოფისი“-ს ფარგლებში,  სქაიტელმა ააიპ „საქართველოს ყრუთა კავშირის“ ქუთაისის ფილიალს ინტერნეტით მომსახურება უსასყიდლოდ ჩაურთო და შემდგომში შეღავათიანი სატარიფო პირობებით უზრუნველყოფს.​

პროექტ „მოგზაური ოფისი“ მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ადგილზე სერვისების მიწოდებას, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებასა და სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე ინფორმაციის გაზიარებას. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ.​

2025 წლის 17 ნოემბერს ქუთაისში გამართული შეხვედრის ფარგლებში, „საქართველოს ყრუთა კავშირის“ ქუთაისის ფილიალის ბენეფიციარებმა ინტერნეტით მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხი დააყენეს და შესაბამისი მხარდაჭერა ითხოვეს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა მიმართა SkyTel-ს სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების თხოვნით.​

2026 წლის 18 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, SkyTel-მა გაითვალისწინა აღნიშნული ინიციატივა და საზოგადოების მხარდაჭერის, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ფარგლებში, ფილიალს ინტერნეტი უსასყიდლოდ ჩაურთო, შემდგომი შეღავათიანი პირობებით.​

SkyTel აგრძელებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებას და ციფრული ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოს მასშტაბით.​

SkyTel ყველგან, სადაც საქართველოა!


ბოლო ბლოგის პოსტები