ჩვენ შესახებ


სქაიტელი ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სთავაზობს მოწინავე სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებსა და საიმედო ინტერნეტ კავშირს, როგორც ბიზნესებსა და კერძო მომხმარებლებს, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სატელეკომუნიკაციო სექტორის პარტნიორებს.
ჩვენი ინფრასტრუქტურა მოიცავს 7,000 კმ ბოჭკოვან-ოპტიკურ ქსელსა და 1,200-ზე მეტ რადიო წვდომის წერტილს, რაც უზრუნველყოფს ფართო და მდგრად დაფარვას ქვეყნის ყველა რეგიონში.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ სქაიტელი აღიარებულია როგორც ქვეყნის მესამე უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერი. კომპანიამ დაიმკვიდრა ლიდერისა და ნდობით აღჭურვილი პარტნიორის სახელი სატელეკომუნიკაციო სექტორში. ეს სტატუსი მიღწეულია მომხმარებელზე ზრუნვით, ტექნოლოგიური ინოვაციებითა და ხარისხზე მკაცრი ორიენტაციით.
კომპანია 2010 წელს, შექმნეს სატელეკომუნიკაციო სფეროს გამოცდილმა პროფესიონალებმა. სქაიტელმა სტრატეგიული განვითარება განახორციელა 40-ზე მეტი კომპანიის შეძენის, შერწყმის გზით და დღემდე განაგრძობს ზრდას. დღეს 450 სპეციალიზებული თანამშრომლის დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ ციფრულ ტრანსფორმაციას და ვუჭერთ მხარს საქართველოს განვითარებას კავშირსა და კომუნიკაციებში.
მისია და ხედვა
ჩვენ უზრუნველვყოფთ ხარისხიან და ხელმისაწვდომ ციფრულ კავშირს საქართველოს ყველა კუთხეში, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს, იმუშაოს, განვითარდეს და შეინარჩუნოს კავშირი სამყაროსთან.
გვჯერა, რომ შესაძლებლობები არ უნდა განისაზღვრებოდეს ადგილმდებარეობით, სწორედ ამიტომ ვქმნით სტაბილურ და თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისს ყველგან, სადაც საქართველოა.
ვხედავთ მომავალს სადაც სქაიტელი გრძელვადიან და მდგრად განვითარებას განაგრძობს, თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სრულად გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. თითოეული გადაწყვეტილება, პროდუქტი და სერვისი მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისათვის, როგორც კერძო, ისე ბიზნეს სექტორში.
ღირებულებები
ჩვენთვის მომხმარებელი მთავარი ღირებულებაა. ყოველდღიურად ვუსმენთ მათ, ვაფასებთ საჭიროებებს და ვმუშაობთ, რომ მათი მოლოდინები დავაკმაყოფილოთ, განსაკუთრებული სერვისით, ინდივიდუალური მიდგომითა და მუდმივი მხარდაჭერით.
ჩვენთვის სანდოობა იწყება პასუხისმგებლობით მომხმარებლის წინაშე. უზრუნველვყოფთ უსაფრთხო, საიმედო და ხარისხიან კავშირს, ხოლო ბიზნეს ვაწარმოებთ გამჭვირვალედ და პროფესიული სტანდარტების დაცვით.
მმართველი გუნდი

არმან ობოსიანი
აღმასრულებელი დირექტორი

ედუარდ ჯანოაშვილი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორის მოადგილე

თეიმურაზ სარდაროვი
ოპერაციული დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე

შოთა ქარდავა
ტექნოლოგიების მთავარი დირექტორი

დავით ჭიაბერაშვილი
კომერციული დირექტორი

ლილე მერლანი
მომხმარებელთა ზრუნვის ხელმძღვანელი

მადონა ნოზაძე
ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გიორგი გულუა
ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

სალომე ბაზუაშვილი
HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ეკატერინე გზირიშვილი
მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების ხელმძღვანელი

ნინო თოთაძე
კორპორატიული დეპარტამენტის უფროსი, კომერციული დირექტორის მოადგილე

ვასილ ჭიკაძე
ტექნიკური დირექტორის მოადგილე