img

სქაიტელი მასწავლებლების მხარდასაჭერად – უფასო ინტერნეტი 1000 მასწავლებელს

აპრილი 3, 2026

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა” და

სატელეკომუნიკაციო კომპანია სქაიტელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ​

დოკუმენტს ხელი მოაწერეს “განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის” მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შპს სქაიტელის დირექტორმა არმან ობოსიანმა. ​

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული 1000 პედაგოგისთვის 2 წლის ვადით უფასო ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფას და ყველა მასწავლებლისთვის სპეციალური პაკეტების შეღავათიანი პირობებით შეთავაზებას. ​

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში, როგორც ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ასევე უშუალოდ პედაგოგებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ​

ბოლო ბლოგის პოსტები